ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, სანამ აშშ ირანის პორტებისა და გემების საზღვაო ბლოკადას არ მოხსნის და „ომი არ დასრულდება“. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

ქაზემ ღარიბაბადის თქმით, „ბლოკადის მოხსნა ჰორმუზის სრუტის გახსნის ერთადერთი წინაპირობა არ არის“.

"კიდევ ერთი საკითხი ომის დასრულებაა. ომის დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც, მუდმივი და მდგრადი ფორმით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ირანმა და ომანმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი დროებითი მარშრუტის წინადადებას განიხილავენ, რომელიც გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლის საშუალებას მისცემს. მეზობელი ქვეყნები ასევე განიხილავენ საზღვაო ზონების ნაღმებისგან გაწმენდის გეგმას.