ახლო აღმოსავლეთში კვლავ რთული ვითარებაა. ვაშინგტონს და თეირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია, რეგიონის ქვეყნები სამხედრო და ეკონომიკური ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობენ.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებები განაახლეს.
პარალელურად, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტე ნაღმებისგან უკვე სრულად გაწმინდეს.
ამერიკის პრეზიდენტი თეირანს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი გემი თუ ნავი, რომელიც სრუტეში ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ განადგურდება. მისივე განმარტებით, კოსმოსური ძალების დახმარებით, ვაშინგტონი საზღვაო მარშრუტს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს.
