ოპოზიციურ ფლანგზე ვითარება კიდევ უფრო იძაბება. პოლიტიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „კოალიცია ცვლილების“ წევრებს შორის ღია თავდასხმებში გადაიზარდა.

„სინდისის დემენცია“, „ტყუილები და უსინდისობა“, - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ურთიერთბრალდებების შემდეგ, რომლებმაც ერთმანეთი მოსყიდვასა და გარიგებებში დაადანაშაულეს, პარტია „ახალის“ ლიდერი აცხადებს, რომ სააკაშვილმა წითელი ხაზები გადაკვეთა და პატიმრობა უსასრულო ინდულგენცია არ არის. გვარამიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების რეჟიმშია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის თქმით, მისთვის ოპოზიციური ალიანსი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.

"გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი ყველა პოსტი იყო საჯარო. ყველა ჩემი პრეტენზია, რა პრეტენზიაც მე გვარამიასთან დაკავშირებით მქონია, ყველა ჩემი კითხვა, ყველა ჩემი პასუხი არის ღიად გამოხატული ჩემს "ფეისბუქ" პოსტებში. ჩემთვის არასდროს არ იყო ეს ოპოზიციური ალიანსი მნიშვნელოვანი და მე ყოველთვის გამოვხატავდი ამას, რომ ჩემთვის არასდროს არ იყო ეს მნიშვნელოვანი", - განაცხადა ანა წითლიძემ.