პაკისტანში, ისლამაბადის ერთ-ერთ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 14 ახალშობილი დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი კლინიკის ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, ცეცხლი დილით, დაახლოებით 6:45 საათზე, მას შემდეგ გაჩნდა, რაც გინეკოლოგიური განყოფილების საბავშვო ოთახში კონდიციონერის კომპრესორი აფეთქდა.
„ბავშვებთან დაკავშირებული ტრაგედია გამოუსწორებელი დანაკარგია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა და ინციდენტის გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
