ილონ მასკს უკრაინის თავისუფლების ორდენი მიენიჭა. ჯილდოს მინიჭების შესახებ ბრძანებულებას, 26 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.
მასკი ორდენით დაჯილდოვდა „ადამიანების სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, ასევე უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“.
თავისუფლების ორდენი უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა. მასზე მაღალი სტატუსი მხოლოდ „უკრაინის გმირის“ წოდებასა და საბრძოლო დამსახურების ჯვარს აქვს, რომელიც ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწესდა.
