დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15:46 საათზე რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

"დღეს, თბილისის დროით 15:46-ზე, რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მოხდა 3.6(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.