დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები "ძალიან კარგად მიმდინარეობს" და დასძინა, რომ დამატებითი ინფორმაცია 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"ჩვენთან ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ყველაფერს გაიგებთ. 48 საათში ყველაფერი გაირკვევა", - თქვა მან.
როდესაც პრეზიდენტს გამოცემა Axios-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომ აშშ ოთხშაბათს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გამოცხადებას გეგმავს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს შესაძლოა ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოხდეს.
