ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები უმოქმედოდ არ დარჩებიან და არ დაუშვებენ ირანის საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, ინტერვიუში რეზაიმ აღნიშნა, რომ ირანი "არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჰორმუზის სრუტის გავლით სხვა მარშრუტის გახსნას გარდა ირანულისა".

"თუ შეერთებული შტატები სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტეში უკანონო მარშრუტით გაგზავნის, ჩვენ მათ დავარტყამთ", - განაცხადა რეზაიმ.

მან ვაშინგტონი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და დავების გადაწყვეტის კომიტეტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე თავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულა.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ორშაბათს განაცხადა, რომ ბლოკადის ფარგლებში 44 კომერციულ გემს მიმართულება შეაცვლევინა, ორი მწყობრიდან გამოიყვანა და ორი გემი დააკავა.

ცნობისთვის, გასულ თვეში, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა განახლდა.