მარნეულში 30 წლამდე კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მამა მოკლა. ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.