ამ დროისთვის, საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ქვეყანაში ელექტროენერგია დაახლოებით 20:10 საათზე გაითიშა.
ჩვენ მიზეზის გარკვევას ცდილობს.
ამ დროისთვის, საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ქვეყანაში ელექტროენერგია დაახლოებით 20:10 საათზე გაითიშა.
ჩვენ მიზეზის გარკვევას ცდილობს.
1787661403
მედიის განმარტებით, აშშ-ის ეს კამპანია ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ირანის ყველა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანია შავ სიაში მოხვდება.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანის ოფიციალური ფინანსური სექტორის რღვევის ფონზე, რეჟიმი სულ უფრო მეტად ცდილობს რიალის გამყარებას ოქროს მეშვეობით, რათა თავი დაიცვას სწრაფად მზარდი ინფლაციისგან.კრიპტოვალუტაზე წვდომის შეზღუდვა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირებს რიგითი ირანელების მსყიდველობით უნარს.კიდევ ერთი ზომა, რომელიც რიგით ირანელებზე იმოქმედებს, არის ის, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შეაჩერა რამდენიმე ლიცენზია, რომლებიც ირანში გარკვეული ფულადი გზავნილების განხორციელებას უშვებდა. ამის შედეგად, საზღვარგარეთ მცხოვრები მრავალრიცხოვანი ირანული დიასპორისთვის, ნათესავებისთვის ფულის გაგზავნა უფრო რთული ხდება და მათ შესაძლოა მესამე ქვეყნების შუამავლების, კრიპტოვალუტისა და სტეიბლკოინების გამოყენება დასჭირდეთ.
1787658770
"ჩვენ ნახეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ყოფილი პრემიერისგან. იქვე იგრძნობოდა, რომ რაღაც გარკვეული ინდულგენციის ფორმა ჰქონდა ამ ყველაფერს, რადგანაც როგორც აღმოჩნდა, მან იცოდა, რომ ახალი ბრალდების მიმართ იყო შესაბამისი გამოძიება დაწყებული, ამიტომ, როგორც ჩანს, ამ განცხადებით ეცადა ერთგვარად პრევენცია მოეხდინა ამ ყველაფრის. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით საქართველო მკაფიოდ გააგრძელებს შესაბამისი მკვეთრი ნაბიჯებით სიარულს, ასე რომ, ყველა, იქნება ეს მოქმედი, თუ ყოფილი ჩინოსანი, რა თქმა უნდა, კორუფციის ბრალდების თვალსაზრისით, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მკაცრად დასჯილი და სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ასეთი დანაშაულების მიმართ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
1787658676
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სოფელ პომაში 39 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამშაბათს დილისთვის, სამხრეთ საფრანგეთში დაახლოებით 21 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე იყო, მათ შორის, 1 600 ოდის დეპარტამენტში."გუშინ, გვიან საღამოს, უჩვეულო ინტენსივობის ტორნადო ოდის რეგიონს დაატყდა თავს, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა სოფელ პომასს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა.
1787646340
"ჩვენ ვთანამშრომლობთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან, რათა გამოვავლინოთ და გავაუქმოთ იმ უცხოელების არაიმიგრაციული ვიზები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩამოვიდნენ იმ პირობით, რომ ქვეყანაში მხოლოდ მოკლე ვადით დარჩებოდნენ, მაგრამ შემდეგ მუდმივად ცხოვრების მიზნით, თავშესაფრის მისაღებად განაცხადი შეიტანეს", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა.
1787644948
დამასკოში ვაშინგტონის გადაწყვეტილებას "ისტორიული წარმატება" უწოდეს. გარდამავალ მთავრობაში აცხადებენ, რომ ნაბიჯი ქვეყანას საერთაშორისო ეკონომიკაში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.ცნობისთვის, დამასკო აღნიშნულ სიაში 1979 წლიდან ირიცხებოდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზება კი ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო.
1787644892
"აშშ-ის სანქციებს ვერავინ გაექცევა. ყველა, ვინც იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ირანულ ნავთობს ფულად და რეპრესიებად გარდაქმნის, ჩვენი სამიზნე გახდება. მიგვაჩნია, რომ ქვეყნებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა კულუარული დიპლომატიაა. ამიტომ, ყველა სახელმწიფოსთან ღია კომუნიკაციას ვაწარმოებთ და ჩვენს მოლოდინებს მკაფიოდ ვაცნობთ. ვიცით, ვინ არიან ისინი და მათაც იციან, რომ მათ შესახებ ვიცით. შესაბამისად, როდესაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ძალა დაატყდებათ თავს, საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებენ", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.საპასუხო ზომები დააანონსა თეირანმა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, შტატები საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, იძულებას და დაშინებას იყენებს, რათა ქვეყნებს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა აიძულოს."შეერთებული შტატები, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, იძულებას და დაშინებას იყენებს, რათა ქვეყნებს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა აიძულოს. ეს ყველა ქვეყნისთვის გაფრთხილება უნდა იყოს", - განაცხადა ესმაილ ბაღაიმ.
1787644854
დარტყმებს ზაპოროჟიეში და ხარკოვში სამი ადამიანი ემსხვერპლა, ჩერნიჰოვის ოლქში, თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ოთხი ბავშვი.დაზიანდა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე პუნქტი. საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. აფეთქებებია კრასნოდარში და პერმში. ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების ტერიტორიაზე.
1787644817
პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი შვილი გახდა სამიზნე. ამ დრომდე უცნობია სავარაუდო თავდასხმის დეტალებიც.არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკუთარი შვილების დაცვას ითხოვს.
სად იქნება შესაძლებელი მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა - მისამართები
1787297105 • საზოგადოება
ამ წუთებში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ჩხრეკა მიმდინარეობს - ალექსეი გონჩარენკო
1787135007
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევთანაზიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
1787139736
"ეს ალბათ ჩემი ბოლო წელია" - კრიშტიანუ რონალდო კარიერის დასრულებაზე მიანიშნებს
1786961250
წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
1786621066
სიცილიაში, მუზეუმიდან ანტონელო და მესინას ოთხი ნამუშევარი მოიპარეს
1786956205