თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. სასამართლო პროცესს დაკავებულების ოჯახის წევრები ესწრებიან, მათ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს. იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე, ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს.