საერთაშორისო სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაცია Médecins Sans Frontières-ის ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემია იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მის შესაკავებლად მიღებული ქმედებებია. ორგანიზაციის განმარტებით, საჭიროა სასწრაფოდ გაფართოვდეს შეკავებისა და დახმარების ღონისძიებები.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 2011-ს მიაღწია, ამასთან, რეგისტრირებულია 754 გარდაცვალების შემთხვევა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევების რაოდენობა ხუთ კვირაზე ნაკლებ დროში სამჯერ გაიზარდა, რაც ებოლას ვირუსის ეს აფეთქება სიდიდით მესამეა და ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აფეთქებად ითვლება.