პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული.
მათიკაშვილის თქმით, რეზოლუცია სამარცხვინოა.
"რეალურად, სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ. კიდევ უფრო სამარცხვინოა ის გამიჯვნა ეუთო-ს ცენტრალური ოფისის მხრიდან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან. ტყუილით, სიცრუით გაჯერებული დოკუმენტი, რომელიც იქნა მიღებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს დღევანდელ სამწუხარო მოცემულობას, როდესაც ქართველ ხალხზე ხდება თავდასხმა, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მათ არ მოსწონთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იმ ხელისუფლების არჩევისა, რომელმაც არა ომში, არა ეკონომიკურ ნგრევაში, არამედ, მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის ატარა და ატარებს ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
