ესპანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სამხრეთით გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულ 13 მსხვერპლს შორის, უცხო ქვეყნის 12 მოქალაქეა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებაში ნათქვამია, რომ მსხვერპლთაგან შვიდი დიდი ბრიტანეთიდან იყო, სამი ბელგიიდან, ერთი საფრანგეთიდან და ერთი შეერთებული შტატებიდან.

მედიის ცნობით, ბოლო მსხვერპლი ესპანეთის მოქალაქე იყო.

"13 გარდაცვლილიდან რვა ქალი და ხუთი მამაკაცი იყო. ისინი ზრდასრულები იყვნენ", - წერს მედია.

ესპანეთში, ალმერიის პროვინციაში გაჩენილი ტყის ხანძრები, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ ხანძრად იქცა.