პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ჯარების დისლოკაცია მოხდეს და Fox News-თან ინტერვიუში გააჟღერა იდეა, რომ სირიის ახალ მთავრობას "ჰეზბოლასთან" დაპირისპირება დაევალოს.
"უფრო სწორად, საუბარია ძალების ხელახალ განლაგებაზე. ეს უფრო შესაფერისი სიტყვაა, რადგან ლიბანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხოლო ისრაელი მათთან ძალიან გონივრულად მოქმედებს", - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ ლიბანის კონფლიქტიდან გასვლა აშშ-სა და ისრაელს საშუალებას მისცემს, ყურადღება ირანზე გაამახვილოს.
"ვფიქრობ, კარგი იქნებოდა იქიდან გასვლა და შესაძლოა სიტუაცია ცოტათი დამშვიდდეს, რადგან ჩვენი ენერგია უმაღლეს ლიგაზე უნდა გავამახვილოთ. უმაღლეს ლიგას კი ირანი წარმოადგენს", - თქვა ტრამპმა.
შემდეგ, ტრამპმა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შესთავაზა "ჰეზბოლას" გაუსწორდეს და აღნიშნა, რომ მისი აზრით, სირია ისრაელზე უფრო ეფექტურად იმოქმედებდა.
