დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოსტს ტოვებს და აღნიშნა, რომ ეს მისი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია.
"ჩემთვის ეს დღე დადგა. ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია.
ექვს წელიწადში, 2019 წლის ისტორიული მარცხიდან, 2024 წლის ისტორიულ გამარჯვებამდე მივედით და მთავრობაში ორწლიანი ყოფნის შემდეგ, ქვეყანას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ის იყო.
ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ", - განაცხადა სტარმერმა.
კირ სტარმერმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში მადლობა გადაუხადა თავის პოლიტიკურ გუნდს, პარლამენტის წევრებს და საჯარო მოხელეებს.
"ჩემს მემკვიდრეს და თითოეულ თქვენგანს, პალატის ყველა კოლეგას სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას", - აღნიშნა სტარმერმა.
ამასთან, სატრმერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც ის პოლიტიკაში მოვიდა.
"ყველას, ვისი ცხოვრებაც ლეიბორისტული მთავრობის მიერ გაუმჯობესდა და მათ, ვინც ქვეყანაში თავის გამოჩენასა და ხმის მიწვდენას ცდილობს - თქვენ იყავით ის მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოვედი", - განაცხადა კირ სტარმერმა.
