სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორი საქმე განიხილა.

ავთანდილ ბოჭორიშვილი 2000 ლარით დაჯარიმდა, მან შეურაცხყოფა გია ვოლსკის მიაყენა. 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლუკა ჭაფოძის შეურაცხყოფისთვის ლერი აფრიდონიძეს.

პირველი ივნისიდან გამოვლენილია სავარაუდო სამართალდარღვევის 170 ფაქტი. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე.