საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9კმ-ში დაფიქსირდა.
"დღეს, თბილისის დროით 07:35ზე ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9კმ-ში, სოფელ ირიში მოხდა 3.2(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა", - აღნიშნულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
