ევროკავშირის კრიტიკა და უარი უკრაინის დახმარებაზე - ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერებმა ბრატისლავიდან ბრიუსელს მიმართეს. უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირის ბიუჯეტის ახალი პროექტი, ენერგეტიკული და მიგრაციული პოლიტიკა გააკრიტიკეს.
პეტერ მადიარმა, რობერტ ფიცომ და ანდრეი ბაბიშმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის პოლიტიკამ ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვია, რასაც, საწვავის გაძვირებასთან ერთად, ევროპული მრეწველობის კონკურენტუნარიანობის შემცირებაც მოჰყვა.
ბუდაპეშტი და ბრატისლავა უკრაინის დახმარების საერთო ბიუჯეტთან დაკავშირებასაც ეწინააღმდეგებიან.
"არ მივიღებთ, რომ უკრაინის დახმარება ჩვენთვის ვალდებულებად იქცეს - იქნება ეს იძულებით, მუქარით თუ სავალდებულო მოთხოვნით. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტს ისედაც შეზღუდული რესურსები აქვს. უნგრეთი არ მიიღებს, რომ ბრიუსელმა უკარნახოს, რა ფორმით გამოხატოს უკრაინის მიმართ სოლიდარობა", - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი.
განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელმაც კიევის მხარდაჭერას ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე იაფი გზა უწოდა.
