ინდონეზიელმა ჯარისკაცებმა, აღმოსავლეთ პაპუას რეგიონში ამბოხებულების მიერ მოკლული ამერიკელი პილოტის ცხედარი იპოვეს. სეპარატისტული დაჯგუფების განცხადებით, თავდასხმა აშშ-სა და ინდონეზიის მთავრობებისთვის „გზავნილი“ იყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, რესურსებით მდიდარი დასავლეთ პაპუა დიდი ხანია ინდონეზიისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაშია ჩართული. დამოუკიდებლობის მომხრე მებრძოლების თავდასხმები, სულ უფრო სასიკვდილო და ხშირი ხდება, რადგან ისინი უფრო დახვეწილ შეიარაღებას იძენენ.
დასავლეთ პაპუას ეროვნული განმათავისუფლებელი არმიის (TPNPB) შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა, სები სამბომიმ განაცხადა, რომ მათმა ძალებმა ამერიკელი პილოტი ნიკოლას ფ. გოსელინი მოკლეს და მის თვითმფრინავს ცეცხლი წაუკიდეს მას შემდეგ, რაც ის პაპუას მაღალმთიანი პროვინციის - იაჰუკიმოს რაიონში დაეშვა.
მისი თქმით, თავდასხმები გახშირდება, თუ ინდონეზია სამოქალაქო თვითმფრინავებს მომავალშიც დართავს ნებას, აჯანყებულების მიერ კონტროლირებად წითელ ზონებში იფრინონ.
