ირანმა უნდა გააგრძელოს თავდაცვა და ამავდროულად ღია დარჩეს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის - ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, წერს CNN-ი.
მისი თქმით, ირანი შეერთებულ შტატებთან "ფუნდამენტურ და ეგზისტენციალურ" კონფლიქტშია ჩართული.
"ჩვენ არასდროს მივესალმებოდით ომს და არც ახლა მივესალმებით, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ საბრძოლველად და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად საკუთარი სიცოცხლის ფასად. ამავდროულად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დიპლომატია და მოლაპარაკებები, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლისა და გაძლიერებისთვის", - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ღალიბაფმა.
ღალიბაფის განცხადებით, ირანი არ არის ვალდებული შეთანხემბის ერთგული დარჩეს, თუ მას სარგებელი არ მოაქვს.
"ირანს საფუძველი არ აქვს შეთანხმების ერთგული დარჩეს, თუ ეს მისთვის არანაირად არ არის სასარგებლო. შეიარაღებულ ძალებს, მტრის აგრესიაზე რეაგირებისთვის მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ", - აღნიშნა ღალიბაფმა.
