ირანის სამხედრო წარმომადგენლის თქმით, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მუქარას სისრულეში მოიყვანს, ირანი "რეგიონის მთელს ინფრასტრუქტურას" გაანადგურებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაარტყამს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება.

"თუ ეს მუქარები შესრულდება, ირანის პასუხი იქნება არა მხოლოდ პროპორციული, არამედ უფრო ძლიერი. რეგიონის ინფრასტრუქტურა ისე განადგურდება, რომ მისგან კვალიც აღარ დარჩება", - განაცხადა ირანის ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ზოლფაღარიმ.

მან დასძინა, რომ ირანი "არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს შეერთებული შტატები ჩაერიოს ჰორმუზის სრუტის საკითხებში, რადგან ეს ირანის ურღვევი წითელი ხაზია".