გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, პირველ დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.

თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.