პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავშესაფარს მისცემს ირანელ ქალ ფეხბურთელებს, რომლებმაც ავსტრალიაში AFC-ის ქალთა აზიის თასის დროს, გუნდის სასტუმრო დატოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ავსტრალია საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებს, თუ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების იძულებულებით ირანში დაბრუნებას დაუშვებს, სადაც, სავარაუდოდ, მათ მოკლავენ. ნუ გააკეთებთ ამას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიეცით მათ თავშესაფარი. თუ ამას არ გააკეთებთ, შეერთებული შტატები მიიღებს მათ“, - წერს ტრამპი Truth Social-ის გვერდზე.
ტრამპის განცხადება, ირანელი მოთამაშეების ავსტრალიაში დატოვების მზარდი მოწოდებების ფონზე გაკეთდა. გასულ კვირას, პირველ მატჩამდე, ფეხბურთელები ჩუმად იდგნენ ირანის ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს, ჟესტი, რომელიც მათ არ განმარტეს, ირანში, ზოგიერთმა რადიკალმა წარმომადგენელმა ქვეყნის ღალატად შერაცხა.
CNN Sports-ს წყარომ აცნობა, რომ გუნდის ხუთმა წევრმა ავსტრალიაში სასტუმრო დატოვა და პოლიციის დაცვის ქვეშ, უსაფრთხოდ იმყოფებიან.
ცნობისთვის, გასულ წელს, ტრამპის ადმინისტრაციამ, ირანელებს აშშ-ში მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესა.
