გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ სამივე არასრულწლოვანს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მაქსიმალური სასჯელი შეუფარდა. 14-14- წელი ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს, 9 წელი კი დემეტრე ჩიქოვანს, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, მსჯავრდადებულებს სასჯელი 1/4 -ით შეუმცირდათ.

ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებში მხილებულ გაბაშვილსა და რიკაძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით.

გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდადებულებმა წინასწარ შეისწავლეს 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის პიროვნება, ასევე მისი მარშრუტი. 1 ოქტომბერს მოუწყვეს ჩასაფრება და თავს დაესხნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, კომენტარი გააკეთა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.

"პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს. სასამართლომაც ზუსტად შეისწავლა ყველაფერი და გაიაზრა. წლებს ველოდებოდი... თუ შეიძლება რაიმემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მე დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა, ჩვენი დედა-შვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ, ვერ ვიცილებ გიგას," - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.