უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "დრუჟბას" მილსადენი, რომელიც რუსეთიდან უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობს აწვდის, აპრილის ბოლომდე შეკეთდება და ექსპლუატაციაში შევა.

ზელენსკიმ ამის შესახებ, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად, ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადება.

"რაც შეეხება მილსადენს, როგორც დავპირდით, ის აპრილის ბოლომდე შეკეთდება. არა სრულად, მაგრამ საკმარისად, რომ ფუნქციონირება შეძლოს", - თქვა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ყველა ავზი არ შეკეთდება, რადგან "ეს ხანგრძლივი პროცესია",
"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს ევროკავშირის ქვეყნების სხვა ვალდებულებებთან იქნება შესაბამისობაში", - აღნიშნა ზელენსკიმ.