მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა "სასოწარკვეთილებაში ყველა ღონე იხმარა" იმისთვის, რომ თეირანთან შეთანხმებისთვის მიეღწია. ამის შესახებ CBS NEWS-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
"ამ ეტაპის მიღწევის პროცესში, პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა, გულწრფელი შეშფოთებითა და კეთილი ნებით, დიდი ძალისხმევა გასწიეს - და, რა თქმა უნდა, სწორედ ამერიკის პრეზიდენტი იყო ის, ვინც სასოწარკვეთილებაში გამოიყენა ყველა შესაძლო ბერკეტი ამის მისაღწევად", - განაცხადა ხამენეიმ.
ხამენეიმ, რომელიც უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, განაცხადა, რომ ირანმა შეთანხმების პირობები მიიღო და მომავალში "პირდაპირი მოლაპარაკებები" გაიმართება, თუმცა თეირანი ვალდებული არ არის, დაეთანხმოს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებს, უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.
