სუს-მა "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი ხელმძღვანელების კორუფციული სქემა გამოავლინა - დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 8 პირი
1781608221
გამოძიების
მიმდინარეობისას, ასევე
დადგინდა, რომ 2022 წლის 29
აპრილს, სს ,,საქართველოს
რკინიგზასა“ და შპს
,,რაველდის“ შორის გაფორმდა
ხელშეკრულება, კომპანიის
კუთვნილ ლიანდაგში
არსებულ რელსებზე
დეფექტების აღდგენის
მომსახურების შესახებ,
ღირებულებით999 768 აშშ დოლარი.
საერთო ჯამში, უნდა
განხორციელებულიყო
არაუმეტეს 1600 ერთეული
რელსის შედუღება, ხოლო
ანგარიშსწორება მოხდებოდა
შესაბამისი
მიღება-ჩაბარების აქტების
გაფორმების საფუძველზე.
სამუშაოთა
მიმდინარეობისას, შპს
,,რაველდის“დირექტორმა,
„საქართველოს
რკინიგზის“ინფრასტრუქტურის
იმჟამინდელ
დირექტორთანშეთანხმებით,
მიღება-ჩაბარების
აქტებშიდააფიქსირა
ხელოვნურად გაზრდილი
მონაცემები, რომლის
თანახმადაც, შპს
,,რაველდიმ“, ნაცვლად
რეალურად განხორციელებული
987 ერთეული რელსის
შედუღებისა, თითქოსდა
განახორციელა 1200 ერთეულის
შედუღება. ყალბ დოკუმენტზე,
„საქართველოს რკინიგზის“
ინფრასტრუქტურის
იმჟამინდელი დირექტორის
დავალებით, ხელი მოაწერეს
სს ,,საქართველოს
რკინიგზის“
უფლებამოსილმა, მისსავე
სამსახურებრივ
დაქვემდებარებაში მყოფმა
თანამშრომლებმა.
აღნიშნულის შედეგად,
მიმწოდებელმა - შპს
,,რაველდიმ“
შემსყიდველისგან ზედმეტად
მიიღო 403 844 ლარი. აღნიშნულ
ქმედებებთან დაკავშირებით
გამოძიება მიმდინარეობს
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და
„ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“
და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და
„ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით და362-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით, რაცსასჯელის
სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას
9-დან 12 წლამდე
ვადით. სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციულ სააგენტოში
გრძელდება აქტიური
საგამოძიებო მოქმედებები
ორგანიზებული ჯგუფის სხვა
წევრების გამოვლენისა და
მათ მიმართ
კანონმდებლობით
გათვალისწინებული ზომების
განხორციელების მიზნით", -
აღნიშნულია სუს-ის
განცხადებაში.