კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 782-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათში 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს მიმდინარე აფეთქების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღიური მატებაა.
მთავრობის უახლესი ანგარიშის თანახმად, ებოლას დადასტურებულ შემთხვევებში, გარდაცვალების 181 შემთხვევაც შედის.
მონაცემები აჩვენებს, რომ კონგოში ეპიდემია კვლავ შემოიფარგლება აღმოსავლეთით მდებარე სამი პროვინციით: იტური, ჩრდილოეთ კივუ და სამხრეთ კივუ.
