უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ის დონალდ ტრამპთან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსთან ერთად საუბრობს. შეხვედრა დიდი შვიდეულის სამიტზე შედგა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„პოზიციების კოორდინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია“, - წერს ზელენსკი პოსტში.
ზელენსკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა განაცხადა, რომ ლიდერების მოლაპარაკებები, სამიტზე უფრო ფართო შეხვედრის ნაწილი იყო.
მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა მეორე ორმხრივი შეხვედრა დღის ბოლოს.
