"ეს არის პირდაპირ ჩაგვრა ახალი წევრების. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მარტა კოსის მხრიდან გაჟღერებული დაუფიქრებელი განცხადება", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.

ამ განცხადებით, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

"თუ მართლა სერიოზული მსჯელობა მიდის ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ახალ წევრ ქვეყნებს ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს ის ევროკავშირი არ არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და რა ევროკავშირიც ცნობილი იყო თავისი სამართლიანი დამოკიდებულებით წევრი სახელმწიფოების მიმართ. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ისინი მოითხოვენ ახალი წევრი ქვეყნების მხრიდან ყველანაირი ვალდებულების გაზიარებას, მაგრამ ახალ წევრებს რაიმე საკითხზე მსჯელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში, რა თანასწორობაზეა საუბარი? ეს არის პირდაპირ ჩაგვრა ახალი წევრების. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მარტა კოსის მხრიდან გაჟღერებული დაუფიქრებელი განცხადება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.