ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში 11 ქალაქსა და სოფელზე განხორციელებული იერიშების შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

სამინისტროს განცხადების თანახმად, დაღუპულთა რიცხვი დაახლოებითია და მიმდინარე დარტყმები, სასწრაფო დახმარების სამსახურებს დაშავებულებამდე მისვლაში ხელს უშლის.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანის ერთ-ერთ რაიონში, ღამით, ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, როდესაც ადგილობრივი დროით შუაღამის შემდეგ "საეჭვო სამიზნემ" ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი დაბომბა. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულებს შორის ერთი პოდპოლკოვნიკიც იყო.

"ინციდენტის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ნაბატიესა და სხვა ტერიტორიებზე ჰეზბოლას ინფრასტრუქტურის მრავალი სამიზნე დაბომბა", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.