ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამიშ შესახებ ABCNEWS-ი ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით წერს.
"ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა, გააგრძელოს მოლაპარაკებები მხოლოდ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების ფარგლებში და ირანელი ხალხის უფლებების დაცვის მიზნით", - განუცხადა პეზეშკიანმა მაკრონს.
მედიის ცნობით, პეზეშკიანმა, პაკისტანში, აშშ-სთან მოლაპარაკებების წარუმატებლობა "აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების პოლიტიკური ნების ნაკლებობას" მიაწერა.
"მუქარაზე, ზეწოლასა და სამხედრო ქმედებებზე დაფუძნებული მიდგომები, არა მხოლოდ ვერ წყვეტს პრობლემას, არამედ ამძაფრებს მის სირთულეს და ამწვავებს თავად აშშ-ს მიერ შექმნილ პრობლემებს", - განაცხადა პეზეშკიანმა.
