სლოვენიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება, - ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო კრების ახალმა სპიკერმა განაცხადა.
ზორან სტევანოვიჩის თქმით, ქვეყანამ თავისი პოლიტიკა დამოუკიდებლად და სუვერენულად უნდა წარმართოს.
"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით უცხოურ სამხედრო და დიპლომატიურ დავებში ჩარევას, რადგან სლოვენია ამით არასდროს სარგებლობს. ჩვენ ხალხს დავპირდით NATO-დან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას და ამ რეფერენდუმს ჩავატარებთ", – განაცხადა სტევანოვიჩმა.
