აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა TruthSocial-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს მიმართა და ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა. ინფორმაციას fox news-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ასეთ ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, რაც ჰორმუზის სრუტე გემებისთვის ხელახლა გაიხსნებოდა.

"ირანის რეჟიმის ახალმა ხელმძღვანელმა, რომელიც თავის წინამორბედებზე გაცილებით ნაკლებად რადიკალიზებული და გაცილებით ჭკვიანია, ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სთხოვა! ჩვენ ამ საკითხს მაშინ განვიხილავთ, როდესაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, სუფთა და თავისუფალი იქნება. მანამდე კი ირანს გავანადგურებთ, ან, როგორც ამბობენ, ქვის ხანაში დავაბრუნებთ!!!" - განაცხადა ტრამპმა თავის პოსტში.