ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლეს კორუფციის ბრალდება წაუყენეს. ბეგონია გომესს გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.

მედია წერს, რომ პრემიერის მეუღლემ მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, კათედრა შექმნა, რისთვისაც სასწავლო დაწესებულების რექტორზე ზეწოლა მოახდინა.

გამოძიების ვერსიით, იგი პირადი სარგებლის მისაღებად საჯარო რესურსებსა და პოლიტიკურ კავშირებს ბოროტად იყენებდა. თავად ესპანეთის პრემიერი მეუღლის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.