თეოლოგი, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად ცაბაძე აცხადებს, რომ ანონიმური წყაროსგან მიიღო შეტყობინება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 3 აპრილის ნაჩქარევ სინოდზე, მეუფე შიოს სასარგებლოდ შეიცვლება მართვა-გამგეობის დებულება.
როგორც ცაბაძე აღნიშნავს, წყარომ შეატყობინა, რომ მღვდელმთავართა ნაწილმა, "30 ვერცხლი უკვე აიღო".
"გუშინ, "სიგნალის" მეშვეობით მივიღე ანონიმური შეტყობინება, რომელიც მალევე წაიშალა. ანონიმური წყარო იტყობინებოდა, რომ 3 აპრილის ნაჩქარევ სინოდზე მოხდება სულიერი გარყვნილების აქტი. კერძოდ: შიოს მომხრე და მოსყიდული ეპისკოპოსები, შიოს სასარგებლოდ და სხვა საპატრიარქო კანდიდატთა საზიანოდ, შეცვლიან მართვა-გამგეობის დებულებას. როგორც წყარო იტყობინებოდა, მღვდელმთავართა ნაწილმა, უკვე აიღო 30 ვერცხლი", - აცხადებს ზვიად ცაბაძე.
