უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ცოტა ხნის წინ მივიდა გია ხუხაშვილი. ექსპერტთან გამოძიებას კითხვები მის განცხადებაზე აქვს, რომლის მიხედვითაც ხუხაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე საფრთხე რეალურია და შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია.
"მე ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს, საქართველოში არ მითქვამს, რეგიონში მთლიანად, არის მაღალი. რის საფუძველზე და ანალიზის საფუძველზე. როდესაც ასეთი ჯგუფები არსებობს ქვეყანაში, ასეთი რისკი ყოველთვის არსებობს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.
