პაპმა ლეომ REUTERS-თან საუბარში აღნიშნა, რომ გეგმავს, კვლავ აიმაღლოს ომის წინააღმდეგ ხმა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერიში 1.4-მილიარდიანი ეკლესიის ლიდერზე მიიტანა.

პირველი ამერიკელი პაპი ასევე აღნიშნავს, რომ ქრისტიანული გზავნილი "ბოროტად გამოიყენება".

პაპი ამბობს, რომ ტრამპთან დებატებში შესვლა არ სურს - "არ ვფიქრობ, რომ სახარების გზავნილი იმ ფორმით ბოროტად გამოსაყენებლად არის გამიზნული, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს."

პაპი აცხადებს, რომ კვლავ ხმამაღლა ისაუბრებს ომის წინააღმდეგ, ეცდება მშვიდობის დამკვიდრებას, დიალოგისა და სახელმწიფოებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობას, რათა პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები მოიძებნოს.

"დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება," - თქვა ლეომ.

"ზედმეტად ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება. ვფიქრობ, ვიღაცამ უნდა ამოიღოს ხმა და თქვას, რომ არსებობს უკეთესი გზა.“

პაპმა ლეომ, მშვიდობის მოწოდებისას, "ომის სიგიჟე" დაგმო.

ამ განცხადებებამდე, ტრამპი, პაპის მიერ კონფლიქტის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლეო სუსტია კრიმინალთან ბრძოლაში და საშინელი საგარეო პოლიტიკაში.