აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მწვავედ გააკრიტიკა და მისი პოზიცია აშშ-ირანის ომთან დაკავშირებით დაგმო.
"ჩვენ არ მოგვწონს პაპი, რომელიც ამბობს, რომ ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია... ის არის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ჩვენ არ უნდა "ვითამაშოთ" ქვეყანასთან, რომელსაც სურს ბირთვული იარაღის ქონა მსოფლიოს ასაფეთქებლად“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მედიის ცნობით, რომის პაპი სულ უფრო ხმამაღლა საუბრობს ომზე, მან გასულ კვირას დაგმო ტრამპის რიტორიკა ირანელი ხალხის მიმართ და მას "სრულიად მიუღებელი" უწოდა.
