ილონ მასკი, სოციალურ ქსელში, უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
"სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო", – წერს მასკი.
მასკი ამ პოსტით წარმოშობით უნგრელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის ვაჟს, ალექს სოროსს გამოეხმაურა. "რუსებო, წადით სახლში! უნგრელებო, დაბრუნდით სახლში. უნგრელმა ხალხმა თავისი ქვეყანა დაიბრუნა! ეს არის მტკიცე უარყოფა ფესვგადგმული კორუფციისა და უცხოური ჩარევის მიმართ,” – წერს ალექს სოროსი.
