იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პიტერ მაგიარს გამარჯვება სოციალური ქსელით მიულოცა და, იტალიური მთავრობის სახელით, ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
მელონიმ, უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
