დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ამას ისტორიულ მომენტს უწოდებს.
"ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, – წერს სტარმერი სოციალურ ქსელ X-ზე.
უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანი, 16-წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, კვირას გამართულ არჩევნებში დამარცხდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა, პეტერ მადიარმა და მისმა ახლადშექმნილმა ცენტრისტულმა მემარჯვენე პარტია "ტისამ" პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.
