საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში "თავისუფალი გადაადგილების აღდგენის" მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ ეს "წმინდა თავდაცვითი" მისია იქნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ჩვენ მოვაწყობთ კონფერენციას იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მზად არიან, ჩვენთან ერთად, წვლილი შეიტანონ მშვიდობიან მრავალეროვნულ მისიაში, რომლის მიზანი სრუტეში "თავისუფალი გადაადგილების აღდგენაა", - განაცხადა მაკრონმა.
"ეს მკაცრად თავდაცვითი მისია კონფლიქტის მეომარი მხარეებისგან განცალკევებით უნდა განლაგდეს ისე, როგორც გარემოებებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი", - დასძინა პრეზიდენტმა.
კვირას, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ლონდონი ცდილობს "ფართო კოალიციის" შექმნას საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყოს სრუტეში შეუფერხებელი მოძრაობა და დასძინა, რომ სრუტეში გასავლელად "გადასახადები არ უნდა დაწესდეს".
