არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, "ფუჯაირას" ნავთობის ინდუსტრიის ზონაში, დრონით დარტყმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ემირატების სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ინციდენტზე რეაგირება და აგრძელებენ ცეცხლის ჩაქრობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
"ფუჯაირას" პორტი არაბთა გაერთიანებული საემიროების ნავთობის მთავარი კვანძია და ერთადერთია, რომელიც გვერდს უვლის ჰორმუზის სრუტეს, რომელიც ფაქტობრივად დაკეტილია გადაზიდვებისთვის.
