ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელსაც ადრე გარდაცვლილი უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი და ირანის სხვა მაღალი თანამდებობის პირები იყენებდნენ. ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.

"ამ თვითმფრინავის განადგურება ზიანს აყენებს ირანის ტერორისტული რეჟიმის უნარს, კოორდინაცია გაუწიოს საკვანძო ძალებს ძალებს, მისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების პროცესს და რეჟიმის აღდგენის უნარს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თვითმფრინავი თეირანში, მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა.