"გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას პოტენციურ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში, რომელიც მიზნად ისახავს სავაჭრო გემების დაცვას ჰორმუზის სრუტეში", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა და ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი ირანთან ომში ჩარევას არ აპირებს.
"მალე ამ კონფლიქტში აქტიური მონაწილეები გავხდებით? არა. ჩვენ ამ კონფლიქტში მონაწილეობას არ მივიღებთ.
ჩვენ გვსურს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რადგან "ჰორმუზის სრუტისა" და წითელი ზღვის უსაფრთხოება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით იქნება უზრუნველყოფილი და ამისთვის ირანელებთან მოლაპარაკებები იქნება საჭირო", - განაცხადა მინისტრმა.
ვადეფულმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, რაც კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმაც ნათლად განმარტეს - "ჩვენ ამ კონფლიქტში მონაწილეობას არ მივიღებთ“.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი "დაახლოებით შვიდ" ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰორმუზის სრუტის "პატრულირებასთან" დაკავშირებით.
ტრამპის თქმით,საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რომელი ქვეყნები დაეხმარებიან აშშ-ს ამ საქმეში. "მივიღებთ თუ არ მივიღებთ მხარდაჭერას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ დავიმახსოვრებთ", - აღნიშნა ტრამპმა.
