დონალდ ტრამპმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ის "ძალიან იმედგაცრუებული“ იყო კირ სტარმერით, რომელმაც მას ირანზე თავდასხმების განსახორციელებლად კუნძულ დიეგო გარსიას გამოყენება აუკრძალა.

ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაპირველი უარი ამერიკელ ჯარისკაცებს ჩაგოსის კუნძულების ბაზა გამოეყენებინათ, არ ჰგავდა არაფერს, რაც "აქამდე ჩვენს ქვეყნებს შორის მომხდარა“.

დიდმა ბრიტანეთმა, ადრე აშშ-ს უარი უთრა ისეთი ბაზებიდან საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე, როგორიცაა "დიეგო გარსია" და სამეფო საჰაერო ძალების "ფერფორდი", მიზეზად კი საერთაშორისო სამართალი დაასახელა. თუმცა, კვირა საღამოს, პრემიერ-მინისტრმა შეცვალა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ აშშ-ს "დიეგო გარსიაში" შესვლის უფლებას მისცემს „კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის“.

ტრამპმა განაცხადა, რომ კირ სტარმერი ძალიან დიდხანს ყოყმანობდა, სანამ გადაწყვეტილებას შეიცვლიდა.

"ეს ალბათ არასდროს მომხდარა ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განუცხადა მან The Telegraph-ს და დასძინა, "როგორც ჩანს, ის კანონიერებაზე ღელავდა“.