ოფიციალური პირების განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში, ავტომობილს რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 11:00 საათზე , X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აბუ-დაბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ რაკეტა ალ-ბაჰიას რაიონში, სამოქალაქო პირთა ავტომობილს დაეცა და მსხვერპლი პალესტინელი იყო.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რაკეტა ჩაჭრეს, თუ სამიზნეს მოხვდა.
დილით ადრე, აბუ-დაბის პოლიციამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტის საფრთხე გაანეიტრალეს და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
