გია ხუხაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

სავარაუდოდ, გამოძიებას მასთან კითხვები "პალიტრანიუსის" პოლიტიკურ თოქშოუ "360 გრადუსში" გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აქვს, სადაც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ "შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია".

ინფორმაციის დასაზუსტებლად "რუსთავი 2-მა" კითხვით სუს-ს მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ 12:00 საათზე გამოკითხვაზე დაბარებულია გია ხუხაშვილი.

ექსპერტის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ხუხაშვილის თქმითვე, მიმდინარე რეგიონული დაძაბულობის ფონზე აღნიშნული ფაქტორი დამატებით რისკებს ქმნის.